Wednesday, November 7, 2012

სასწავლო პროექტი


პროექტის   სახელწოდება: თამარის ოთხი ფრესკა



პროექტის მთავარი იდეა: საქართველოს  „ოქროს ხანაში მოგზაურობა’’

პროექტის აქტუალობა: თამარ მეფის ცხოვრების შესახებ ბევრი რამ არ არის ცნობილი სასკოლო სახელმძღვანელოებიდან, პროექტის მონაწილეთა სურვილია ღრმად შეისწავლონ თამარის ცხოვრების  დეტალები დამოინახულონ თამარის  4 ფრესკა საქართველოში.



პროექტის მიზნები: მონაცემთა ფართო ბაზის შექმნა  თამარის ცხოვრებისა და თამარის 4 ფრესკის შესახებ

მონაწილეთა ასაკი: 14 წელი

ვადები: 17 სექტემბერი_ 20 ნოემბერი.

მოსალოდნელი შედეგები: თემის მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაზრდა, მოძიებული მასალების განთავსება სკოლის ვებ გვერდზე.



პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სასკოლო ავტობუსი, ციფრული ფოტოაპარატი, კომპიუტერული ტექნიკა.

პროექტის მსვლელობა: ძირითადი აქტივობები:

აქტივობა 1: ფაქტობრივი მასალის მოძიება ინტერნეტით, ბიბლიოთეკებში

აქტივობა 2: ექსკურსია: მარშრუტი: ურეკი-ყინწვისი-ბეთანია- დავით გარეჯი-ურეკი. 14-16 სექტემბერი

აქტივობა 3: ექსკურსია: ურეკი-ვარძია-ურეკი; ფოტოების გადაღება ტაძრების ტერიტორიაზე

აქტივობა 4: წიგნებიდან და ექსკურსიებიდან მოძიებული მასალებიდან ბუკლეტის შექმნა.

აქტივობა 5: პროექტის პრეზენტაცია. 



საგნებთან-ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:  

ისტორია:

ისტ.IX.7. მოსწავლეს შეუძლია   მსჯელობა ქართულ კულტურ სხვადასხვა დარგის ჩამოყალიბებისა და  განვითარების შესახებ.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • ჩამოთვლის ქართული კულტურის ყველაზე მეტად წარმატებულ დარგებს;
  • მსჯელობს ყველაზე მნიშვნელოვანი  ქართული ლიტერატურული და სახვითი ხელოვნების ძეგლების შექმნის ისტორიის და მნიშვნელობის შესახებ;


პროექტის ხელ-ლი: ცისანა ჭეფხოძე.

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: cisanachefxodze@gmail.com

No comments:

Post a Comment